ირაკლი ღარიბაშვილი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა

კომპანია "Rothschild-ი" საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციებისა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს საკმაოდ წარმატებული საგარეო პოლიტიკა იქნა წარმოებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. პრემიერის თქმით, რამდენიმე დღის წინ მან მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, სადაც სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასახულია საქართველოსთვის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები და აღიარებულია ქვეყნის ევროპული არჩევანი და მისწრაფებები.

„წელს საკმაოდ წარმატებული საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ, საერთაშორისო ასპარეზზე მივიღე მონაწილეობა უმაღლესი დონის ფორუმებსა და შეხვედრებში. ორი დღის წინ მე დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც მონაწილეობა მივიღე აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა. სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასახულია ჩვენთვის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები და აღიარებულია ჩვენი ევროპული არჩევანი და მისწრაფებები.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანთან მქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგი. ნატოს წევრობა, რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებულად აღნიშნა ჩვენი ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც ავღანეთში მრავალი წლის განმავლობაში ვახორციელებდით, ასევე ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის პროცესში მონაწილეობისთვის მადლიერება გამოხატა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ასევე, მსურს კიდევ ერთხელ შევეხო საკითხს, რომელიც ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. როგორც იცით, ბრიუსელში კომპანია "Rothschild & Co"- სთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ კომპანია "Rothschild-ი", მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია, მსოფლიოსი რიგით მეორე და ევროპაში პირველი, რომელიც საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე იწყებს მუშაობას, ასევე ინვესტიციების, ინვესტორების და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო