მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - რატი ბრეგაძეს პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას

რატი ბრეგაძეს პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლას.

ბასილაიას თქმით, იუსტიციის მინისტრი "უტიფრად საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა დადგინდა".

რატი ბრეგაძე გუშინ კვლავ საუბრობდა პოლიტიკური დაკვეთიდან გამომდინარე. პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას. უტიფრად საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა. რატი ბრეგაძე ახლა საუბრობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში წაიღებს ამ საქმეს და გაიმართლებს თავს. მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ, ამ ქვეყანაში ყველანი შეთანხმდა, ვისაც ოდნავ მაინც აქვს პრეტენზია ობიექტურობაზე და ჰუმანურობაზე, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა ეს იყო ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, გაასაჩივრეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი