რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საზოგადოებას ახალი მუნიციპალური სერვისის პრეზენტაცია წარუდგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საზოგადოებას ახალი მუნიციპალური სერვისის პრეზენტაცია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტზე და ლიფტების ოპერირების ახალ მუნიციპალურ პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა.

,,ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში ვაპირებთ ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებას, მანამდე კი შემოგვაქვს ახალი პროგრამა. ახალი პროგრამის ფარგლებში, კორპუსის ამხანაგობებთან ერთად მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს ხარჯებს, რომლის გადახდაც, აქამდე მოსახლეობას უწევდა ლიფტით სარგებლობასა და მომსახურებაში. 1-ელი იანვრიდან რუსთავში, კორპუსის ამხანაგობის მომართვის შემთხევაში, ლიფტები უფასო გახდება. ამ საკითხს, ძალიან ბევრი ადამიანი ისე მსუბუქად და ქილიკით უყურებდა. 60 ათასი ადამიანი რუსთავში ლიფტით ყოველდღე სარგებლობს, მათში ძალიან ბევრია პენსიონერი, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი. ვფიქრობ, მათთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება ის, რომ მუნიციპალიტეტი ამ სერვისს უფასოდ შესთავაზებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რუსთავში 1200 ძველი ლიფტია, რომელთა სრულად ახლით ჩანაცვლებას, 40 მილიონ ლარამდე სჭირდება, თანხის გარკვეული ნაწილი 2022 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

,,პროგრამის განსახორციელებლად, 40 მილიონი ლარის მობილიზებაა საჭირო, რაც არ არის მარტივი ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც რუსთავია. ვფიქრობთ, რომ სწორი მუშაობით სახელმწიფოსთან და შესაბამის სამინისტროებთან შევძლებთ, როგორც ჩვენი, ასევე სახელმწიფო რესურსით, ქალაქში უსაფრთხო ლიფტები გვქონდეს. ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ, რომ საფრთხის შემცველი ლიფტები ჩავანაცვლოთ ევროპული, თანამედროვე სტანდარტის ლიფტებით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან ახალი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ.

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთავში მრავალსართულიან კორპუსებში 1200-მდე ძველი ლიფტია. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და მისი სრული ღირებულება 40 მილიონი ლარია. ლიფტების ოპერირების ახალი პროგრამა, რომელსაც რუსთავის მერია 2022 წლიდან აამოქმედებს, ლიფტით სარგებლობისა და ტექნიკური მომსახურების უფასო სერვისს გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა