თელავში, საბავშვო ბაღის 2 750 აღსაზრდელს სასურსათო კალათი გადაეცემა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 32 საბავშვო ბაღში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო. ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია პანდემიის დროს ოჯახების თანადგომა და სახელმწიფო ყველა ბაღის აღსაზრდელის ოჯახს სასურსათო კალათით უზრუნველყოფს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 2 750 აღსაზრდელს გადაეცემა.

"კალათში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული.

ლევან ანდრიაშვილთან ერთად სასურსათო კალათების გაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა, მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თამარ ზაზანაშვილმა", - აღნიშნულია თელავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს