დევნილთა განსახლების წესში ცვლილებები შევიდა

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილებები შეეხო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ „სოფლად სახლის“ პროექტს, რომლის ფარგლებში თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა, მათივე მოთხოვნის გათვალისწინებით, წელს უკვე მეორედ გაიზარდა.

„ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3 000 ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს, 32 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.

ცვლილებების თანახმად, შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროცედურისას, საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით, საექსპერტო დასკვნა აღარ მომზადდება, რაც სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს.

დევნილთა სააგენტო განსახლების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც.

ადმინისტრაციული დაპირების მქონე დევნილებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას და თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის. კვადრატული მეტრის მაქსიმალურ ღირებულებას თბილისში 550 დოლარის, ხოლო რეგიონებში 470 დოლარის ეკვივალენტი ლარში შეადგენს. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

დევნილთა სააგენტომ ცვლილებები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესებს მაქსიმალურად მოარგო. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა როგორც თავად დევნილთა, ისე საექსპერტო ჯგუფების წინადადებები და რეკომენდაციები.

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა