სოფელ ჭოპორტში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა

სოფელ ჭოპორტში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჭოპორტის ვაქცინაციის პუნქტში იმუნიზაციის მსურველებს „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა შეეძლებათ.

“დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მე-7 ამცრელი დაწესებულება გაიხსნა. ამიერიდან, მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარება ჭოპორტის ამბულატორიაშიც შეუძლია. ადგილზე იმუნიზაციის პროცესი, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით "სინოფარმითა" და "სინოვაკით" მიმდინარეობს.

სოფელ ჭოპორტის ამბულატორიაში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან - მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან ერთად გაეცნო. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ჭოპორტის გარდა, ამცრელი დაწესებულებები დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსა და დაბებშიც მოქმედებს. კერძოდ, იმუნიზაციის პროცესი სოფლების - ანანურის, ბაზალეთის, მჭადიჯვრის, ქვეშეთის, დაბა ჟინვალისა და დაბა ფასანაურის ამბულატორიებში მიმდინარეობს. ასევე, აცრის გაკეთება შესაძლებელია "ჯეო ჰოსპიტალსის" დუშეთის სამედიცინო ცენტრში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს