„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ზვიად გამსახურდიას გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ბულვარის მიმდებარედ 16 შენობა განახლდება, აქედან სამი შენობის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ, ზუგდიდს განახლებული, ცენტრალური გამზირი ექნება.

"მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა