„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს არ განიხილავს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს არ განიხილავს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრმა ნაზი ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოქალაქეებს სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.

ნაზი ფუტკარაძე სასამართლოს მოუწოდებს, რომ აღნიშნული საქმეები დროულად განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

"ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებიდან თანამშრომლებს უსამართლოდ ათავისუფლებენ და მათ უმუშევრად ტოვებენ. გათავისუფლებული თანამშრომლების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთი საქმეა შეტანილი, რომელიც ამ დრომდე არ განხილულა.

მაგალითად, ბაღების გაერთიანებიდან 11 თანამშრომელი გაუშვეს“, - აცხადებს ნაზი ფუტკარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა