„თავისუფლება მიშას“ - ამ ლოზუნგით, ქობულეთის პოლიციის შენობასთან „ნაცმოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს

„თავისუფლება მიშას“ - ამ ლოზუნგით, ქობულეთის პოლიციის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია -პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან საქართველის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და ბანერი გამოფინეს.

მათი განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, ამასთან, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროული გამოძიება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციებს აანონსებენ.

"თქვენ იცით, ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება როგორ მიმდინარეობს. ეს ეხება ყველა ადამიანს, ვინც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იღებს ხმას. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ნებისმიერი სიტყვის გაჟღერებისას დაპატიმრებულები ვართ. მიდის აშკარა პოლიტიკური დევნა. სამწუხაროდ, ქობულეთის პოლიცია ამ პოლიტიკურ დევნაში ჩაერთო და მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საკრებულოს წევრები დააკავეს და აჯარიმებენ მოქალაქეებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. ხელისუფლება ცდილობს პოლიციის ძალით ჩაახშოს განსხვავებული აზრი, რაც არ გამოუვათ",- აღნიშნა ბონდო თედორაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა