დაბა მანგლისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

„დღეის მდგომარეობით, მანგლისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 24-საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გრაფიკით სარგებლობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ქსელების მოწყობა, გარდა ამისა დაგეგმილია ხუთი არსებული და ორი ახალი სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მშენებლობა. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისის მაცხოვრებლები და კურორტზე ჩასული დამსვენებლები 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. დაბა მანგლისში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის - I ეტაპის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელის ნაწილი ახალი სისტემით შეიცვალა. გაიზარდა წყლის დებიტი და გაუმჯობესდა წყალმომარაგება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს