გორში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო

გორში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საახალწლო ილუმინაციებით განათდა ქალაქის ქუჩებიც. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი ცენტრის "ქიდსლენდის" ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა გაალამაზებს. წინასაახალწლო ცერემონიას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო