ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 15 დეკემბერს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები განიხილა

15 დეკემბერს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების განხილვა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, რომელიც კანონმდებლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივ მიზნებს ემსახურება.

„15 დეკემბერს გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოხდა სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება, რაც ერთგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური გზამკვლევია ჩვენთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში, მომავალ სამიტამდე. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ემსახურება სწორედ, ერთობლივ მიზნებს და პასუხისმგებლობას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ წევრებს და ევროკავშირს გააჩნიათ", - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ მოხდა ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანის და ევროპული მისწრაფებების დაფიქსირება და აღიარება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, უკვე ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, დეკლარაციამ აღიარა „ასოცირებული ტრიოს" ინიციატივა და ის პროგრესი, რომელიც მათ გააჩნია. მისივე თქმით, დასახელდა ასევე, კონკრეტული მიმართულებები, სადაც „ასოცირებულ ტრიოსთან" ევროკავშირი ფიქრობს, რომ განახორციელოს და განავითაროს თანამშრომლობა.

სამიტზე, ლიდერებმა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კვლავ გამოხატეს.

"სამიტის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - დიფერენციაციის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს, რომლის საფუძველზეც პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ინდივიდუალურად მინიჭება ხდება. სწორედ ასეთი იყო „ასოცირებული ტრიოსთვისაც" მნიშვნელოვანი გზავნილები, როდესაც სამიტმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ერთიან ბაზარზე დაშვება, თანდათანობით ინტეგრაცია, სექტორალური თანამშრომლობის მაქსიმალურად განვითარება და რაც მთავარია ე.წ. ოთხი თავისუფლების - სარგებლობის მასშტაბების ეტაპობრივად გაზრდა იქნა ნაგულისხმები იმ ტექსტში, რომელიც სამიტის ფარგლებში იქნა მიღებული", - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

მისი თქმით, დეკლარაციაში აისახა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა მომავალშიც უნდა განვითარდეს და მოხდეს რაც შეიძლება მეტი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება ამ ფორმატში.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ სამიტის ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, ახალი დღის წესრიგის შემუშავებაც მოხდა, სადაც აქტიურად იყო ჩართული საქართველოც. დღის წესრიგის შემუშავებისას გამოიხატა ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ეს იყო კარგი მმართველობა და რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, ახალი წესრიგის მიხედვით საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გამოიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ.

„კონკრეტულად საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისათვის გამოყოფილი იქნა ევროკავშირის მხრიდან 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება. ამას ემატება კიდევ 17 მილიარდი ევროს დაფინანსება, რომელიც მოზიდული უნდა იქნას კონკრეტული ფინანსური ინსტიტუციების მხრიდან. განხორციელდება ასევე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და ხელშესახები იქნება. იმედი მაქვს, რომ ის შედეგები, რომელიც დადგა აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე, უახლოეს მომავალში აისახება კონკრეტულ პროექტებში და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ხელშესახები პროგრესი", - განაცხადა მომხსენებელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა