უძრავი ქონების ღირებულების 10%-ზე მეტი უკუგება ყოველ წელს - „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდაზე ახალ საინვესტიციო შესაძლებლობას გთავაზობთ

უძრავი ქონების ღირებულების 10%-ზე მეტი უკუგება ყოველ წელს - „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდაზე ახალ საინვესტიციო შესაძლებლობას გთავაზობთ

მთაწმინდაზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რაზეც გაქირავების ბაზარზე არსებული ვითარება მოქმედებს. უცხოელი ვიზიტორები და ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ ჩამოსული უცხოეთის მოქალაქეები, განსაკუთრებით ინტერესდებიან მთაწმინდაზე არსებული საცხოვრებელი უძრავი ქონებით, რაც მის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის. ამ პროცესს ხელს უწყობს თბილისის ისტორიულ ნაწილთან და მთავარ რეკრეაციულ ზონასთან სიახლოვე, ტურისტული ობიექტები და მოქნილი სატრანსპორტო მომსახურება.

Colliers International Georgia-ს კვლევის თანახმად, კვადრატულ მეტრზე საშუალო შეწონილი ქირავნობის კურსი თბილისის უბნებს შორის ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ახალი ბინების გასაყიდი ფასი კი ამავე ტერიტორიაზე 9%-ით გაიზარდა.

საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, მთაწმინდაზე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი - 4 236 ლარი ფიქსირდება. შესაბამისად, მაღალია გაქირავების ღირებულება, რომელიც უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის უკუგების საშუალებას იძლევა.

მთაწმინდა მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ვითარდება. ოქროყანაში 20 000 კვ.მ. ფართობზე შენდება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და ბინების კომპლექსი „სიმეტრია პარკი“, რომელიც უბნის არქიტექტურაში ორგანულად ჯდება.

კომპლექსი თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის, ხოლო ბოტანიკური ბაღისა და მთაწმინდის პარკიდან- 3 წუთის სავალზეა. ასევე, ის უკავშირდება კუს ტბის სალაშქრო ბილიკს.

პროექტის განსახორციელებლად 45 მილიონი ლარი იხარჯება. აქედან უმეტესი უცხოური ინვესტიცია, ხოლო ნაწილი - საბანკო კაპიტალია, რაც მისი დათქმულ ვადაში დასრულების საშუალებას იძლევა.

პროექტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომელიც „კაპიტოლ ჯგუფის“ წევრია. წლების განმავლობაში მან წარმატებით განახორციელა პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები.

„სიმეტრია პარკში“ შეძენილი უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს „რემაქს კაპიტალი“, რომელიც უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანიის „RE/MAX“-ის ფრანშიზას ფლობს. კომპანიის დამფუძნებლის, მარიამ ასათიანის განცხადებით, ე. წ. ლოქდაუნის პერიოდშიც კი, როცა ტრანზაქციების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მთაწმინდაზე უძრავი ქონების კუთხით მოთხოვნა უცვლელი რჩებოდა.

„დახურული საცხოვრებელი კომპლექსი გამართლებული ინვესტიციაა, რადგან დედაქალაქის განვითარებასთან და კერძო სახლებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოიმატებს მათი ღირებულებაც. ამის დასტურია პანდემიისგან შექმნილი რეალობაც, როცა საკუთარი სახლისა და ეზოს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით. ამ პროცესმა კი კერძო ტიპის დასახლებების განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა. ამასთან, თუ კომპლექსი თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში მდებარეობს და კარგი ხედებით გამოირჩევა, მასში ინვესტირებული თანხის უკუგება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი,“ - განმარტა მარიამ ასათიანმა.

„სიმეტრია პარკში“ შეძენილი ქონების ღირებულების უკუგება დაახლოებით ათ წელიწადშია შესაძლებელი, ყოველწლიურად კი გადახდილი თანხის 10%-ზე მეტის უკან დაბრუნებას შეძლებთ (მონაცემები დათვლილია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული გაყიდვისა და გაქირავების ფასის მიხედვით).

„სიმეტრია პარკის“ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. პროექტი სრულად დაახლოებით ერთ წელში დამთავრდება. საცხოვრებელი ბინებისა და ინდივიდუალური სახლების გაყიდვა კი უკვე დაწყებულია. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე კომპანია უძრავი ქონების შეძენის მსურველებს საინტერესო პირობებს სთავაზობს. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ფორმა შეავსოთ, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ და თქვენზე მორგებულ პირობებს დეტალურად გაგაცნობთ.

(R)