გორში პირველი „მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი“ ტარდება

გორში პირველი „მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი“ ტარდება. გორის მერიის ინფორმაციით, ფორუმი დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე იმსჯელებენ და პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებს დასახავენ.

ფორუმის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ინფორმირებულობას, მათ სამოქალაქო აქტივიზმსა და ჩართულობას სოციალურ პროექტებსა თუ პროგრამებში. პროექტში, რომელიც გორის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ თანადაფინანსებით ხორციელდება, კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის გაცვლით პროგრამებზე, ეროვნულ დონეზე განსახორციელებელ ახალგაზრდულ პროგრამებსა და სხვადასხვა შესაძლებლობებზე. ასევე, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების მუშაობის პრინციპსა და მათ მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებს, არასამთავრობო სექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გამართონ პანელური დისკუსიები, იმუშაონ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე. მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმს ორი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობს. კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელებისას დაცული იქნება ყველა სახელმწიფო რეგულაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა