სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რთული რეალობის წინაშეა - პარტიას აქვს გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ხელისუფლებაზე წნეხი გაზარდოს

„ნაციონალური მოძრაობა“ რთული რეალობის წინაშეა, მათი ლიდერი არის პატიმრობაში და ჩემთვის გასაგებია, პარტიას აქვს გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ხელისუფლებაზე წნეხი გაზარდოს, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მასობრივ საპროტესტო შიმშილობასთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ იმის შეხსენება, რომ საქართველოს სჭირდება დიალოგის ფორმატი, რომელიც პრეზიდენტმა დააანონსა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა უკიდურესად სახიფათო ვითარებაშია და აღნიშნული საკითხი კარგად ესმის სალომე ზურაბიშვილს.

„ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რთული რეალობის წინაშე, მათი ლიდერი არის პატიმრობაში და შესაბამისად, ჩემთვის გასაგებია, პარტიას აქვს, მათ შორის საკუთარ დღის წესრიგში, გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ხელისუფლებაზე წნეხი გაზარდოს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის მათი გადაწყვეტილება. შემიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ მათი მხრიდან ასეთი რადიკალური არჩევანის გაკეთება იქნება კიდევ ერთი შეხსენება ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ რეალურად გჭირდება ის პროცესი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა.

ჩვენ ვართ უკიდურესად სახიფათო მომენტში და მაქვს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტს ისტორიული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვართ, ძალიან კარგად ესმის და ამიტომაც, წამოიწყო ეს დიალოგი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა