ფოთის მერი - 2022 წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდება ისეთ სპეციალისტებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც არის დამოკიდებული ქალაქში წესრიგი და სისუფთავე

ქალაქ ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდება ისეთ სპეციალისტებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც არის დამოკიდებული ქალაქში წესრიგი და სისუფთავე: დამგველი, მეეზოვე, მუშა, აგრონომი, ელექტრიკოსი, წყალკანალიზატორი, მძღოლი,ტრაქტორისტი, შემდუღებელი, დარაჯი, მრეცხავი.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, 23 მილიონი ლარით განსაზღვრული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. 2022 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 13 %-ით, 2 მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება. „ეს არ არის საკმარისი ზრდა იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ წლის განმავლობაში ბიუჯეტის გაზრდის გეგმაზე, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ პროექტების დაფინანსება, რომელსაც ჩვენს ქალაქში ახორციელებს მუნიციპალური განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები. ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი სამსახურების გაძლიერება, შესაბამისად, მომავალი წლიდან მოხდება ყველა აუცილებელი ტექნიკის შეძენა, რაც მოსახლეობის მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენი პრიორიტეტებია -განათლება, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა, კულტურა, სპორტი და ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების შესაბამის ანაზღაურებაზე და ასევე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. მუდმივად ვიმუშავებთ სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე და დაფინანსების ზრდაზე“,- განაცხადა ფოთის მერმა.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით -5 მილიონ 233 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 3 მილიონ 694 ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იზრდება სოციალური პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება. განათლების სფეროს მიმართულებით განსაზღვრულია -3 მილონი ლარი, კულტურის სფეროს, ასევე ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია -3 მილიონ 475 ათასი ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო