გორს ისრაელის ელჩი რან გიდორი სტუმრობდა

დღეს, გორს ისრაელის ელჩი რან გიდორი სტუმრობდა. დიპლომატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.„ელჩი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის #1 და #9 საჯარო სკოლებშიც იმყოფებოდა, სადაც საელჩოს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით ,,შალომ კლუბ გურიასა“ და ,,შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ ერთად პროექტი „სუფთა წყალი ბავშვებს“ განხორციელდა, რაც სკოლებში ისრაელის მაღალტექნოლოგიური მემბრანული სისტემით აღჭურვილი სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარის NAF 250 დამონტაჟებას გულისხმობს.

დანადგარები წმენდს ნებისმიერი დაბინძურების წყალს ბიოლოგიური მინერავებისაგან.

რან გიდორი, გორში, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნოსაც ეწვია და ოსტატის ნაკეთობები დაათვალიერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო