უხვი ნალექის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში პრობლემები შეიქმნა

უხვი ნალექის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში პრობლემები შეიქმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლებთან მისასვლელ გზებზე თოვლის საფარის გამო, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილება შეუძლებელია.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან სოფლებში უხვი ნალექის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

„აჭარის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, შუახევში 10 ერთეული, ქედაში 8 ერთეული, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-70 სმ აღწევს",- აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო