მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება კვლავ არ მიეცა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება კვლავ არ მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. მისი განმარტებით, ​პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ეს საკითხი მისი განსჯადი არ არის.

დღევანდელ პროცესზე, რომელზეც ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, მხარეებს შუამდგომლობები ჰქონდათ.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ახალი მტკიცებულება წარადგინა, რომლის საქმეზე დართვაც მოითხოვა. აღნიშნული მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ამოღებულ 3 მობილურ ტელეფონზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას ეხებოდა.

შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და ის საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

დაცვის მხარემ პროცესზე ახალი მტკიცებულების სახით საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და "ემპათიის" სამედიცინო დასკვნის დართვა მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც, შესაბამისად, მოსამართლემ ის საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

სააკაშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ყოფილი პრეზიდენტისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების უფლების დართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა. დაცვის მხარის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს უკანონოდ შეზღუდული უფლება უნდა აღუდგეს, შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 13 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა