Eurowings თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს

Eurowings თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანი კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

შტუტგარტი ახალი მიმართულება იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა 2022 წლის ზაფხულიდან დაამატებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. როგორც კომპანიის დირექტორი თამარ არჩუაძე აღნიშნავს, დუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია.

"მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალს აფართოვებს. დუსელდორფის შემდეგ ოპერირებას თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყებს. ჩვენ ავიაკომპანიასთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა საავიაციო ფორუმ Routes Europe 2021-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულების დამატება. დუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, შტუტგარტის მიმართულებაც დაემატა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, Eurowings-ი საქართველოს ავაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.

გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს