ბათუმში „ლელოს“ წევრებმა ლოზუნგებით: „არა პოლიციურ რეჟიმს“, „აქ არიან ჯალათები“ აქცია გამართეს

„არა პოლიციურ რეჟიმს“, „აქ არიან ჯალათები“ - ამ ლოზუნგებით ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებასთან "ლელო-საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ არ სურთ პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც პოლიციელები მოქალაქეების დაცვის ნაცვლად მათზე ძალადობს.

"აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სწორედ პოლიციის ეს განყოფილება გამოირჩევა მოქალაქეებზე სასტიკი და ხშირი ძალადობით, მსგავსი ფაქტი სამი დღის წინაც დაფიქსირდა, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტებზე იძალადეს. ამ ფაქტებზე თვალის დახუჭვა მორალური დანაშაული იქნება. ძალადობრივი, პოლიციური სისტემა ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს. ისევ 30 - წლიან წრეზე მივდივართ, რასაც ვაპროტესტებდით წინა ხელისუფლების დროს, იგივე უფრო მძიმე ფორმატით მეორდება", - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ფიფიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო