ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, დროებითი სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ზესტაფონის „ფერომედის" ხელმძღვანელის განცხადებით, მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ათი ადამიანი შეიყვანა.
სამმა პირმა კლინიკა პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ დატოვა. ექვსი ადამიანი კი კლინიკაში საშუალო სიმძიმის დაზიანებით რჩება, ერთი დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს.
ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.