„World Vision საქართველოს“ მხარდაჭერით სამეგრელოში პირველი ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა

„World Vision საქართველოსა“ და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდული სააგენტოსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პირველი ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა სამეგრელოს რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას "World Vision საქართველო" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმს ესწრებოდნენ სამეგრელოს რვავე (ხობი, ზუგდიდი, აბაშა, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ფოთი, მარტვილი) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები. ასევე, სსიპ ახალგაზრდული სააგენტოსა ხელმძღვანელობა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამასთან, ახალგაზრდული ფორუმი მიზნად ისახავდა რეგიონის დონეზე ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაციას; სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით სექტორთაშორისი დიალოგის მხარდაჭერას.

ღონისძიება რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალგაზრდული პროგრამების გამოფენით გაიხსნა. შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ხობის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ლევან ქავთარაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს სამოქალაქო საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„World Vision საქართველოს“ ახალგაზრდული პროგრამის კოორდინატორმა მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე ახალგაზრდული სფეროს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ფორუმის მომხსნებელთა შორის იყვნენ უშუალოდ ახალგაზრდული სფეროს ექსპერტები, რომლებმაც ახალგაზრდულ სფეროში ეროვნულ დონეზე მიმდინარე ტენდენციებსა, ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე ისაუბრეს, ფრიდრიხ ემბერტის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია წარადგინეს და მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ფორუმის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლის მთავარი თემა იყო: ახალგაზრდობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სამეგრელოს რეგიონში. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და თავად ახალგაზრდები.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე და ახალგაზრდების სახელით მესაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც გვაქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, რომ თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, მხოლოდ ერთობლივად, გაერთიანებული ძალებით შევძლებთ ამას“, - განაცხადა ახალგაზრდული სათათბიროს წევრმა, ილია ფიფიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს