იუჯითი SAP SuccessFactors-ის ტალანტების მართვის მოდულს გთავაზობთ

იუჯითი SAP SuccessFactors-ის ტალანტების მართვის მოდულს გთავაზობთ

SAP SuccessFactors წარმოადგენს ახალი თაობის სისტემას, რომელიც თანამშრომელთა მხარდაჭერისკენ არის მიმართული. SAP-ის ტალანტების მართვის მოდული HR მენეჯერებს და კომპანიის თითოეულ თანამშრომელს აძლევს ინსტრუმენტებს, რომლებიც წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.

SAP SuccessFactors-ის გადაწყვეტილებებით, შეგიძლიათ შეიმუშავოთ საკუთარი კომპანიის მონაცემებზე დაფუძნებული ტალანტების მართვის სტრატეგია და განსაზღვროთ თანამშრომელთა განვითარების სრული ციკლი.

SAP SuccessFactors-ის ტალანტების მართვა მოიცავს ისეთ, ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს, როგორიცაა:

თანამშრომელთა შერჩევა (Recruiting), რომელიც მრავალფეროვანი ტალანტების მოძიებაში, შერჩეულ კადიდატებთან ურთიერთობის მართვასა და აპლიკანტების მენეჯმენტში ეხმარება ადამიანური რესურსების მართვის გუნდს.

თანამშრომელთა სამუშაო პროცესში ჩართვა (Onboarding), რომელიც აუმჯობესებს ახალი თანამშრომლების არსებულ გუნდში ინტეგრაციას და ამარტივებს ახალ თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოებას. აღნიშნული მოდულით სისტემატიზირებულია On-boarding, Off-boarding და Cross-boarding პროცესები.

შესრულებული სამუშაოს შეფასება (Performance management), რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ მართოთ თანამშრომელთა მიზნები, სამოქმედო გეგმები და ჩაატაროთ 360 გრადუსიანი შეფასებები.

მოტივაციების მართვა (Compensation Management) შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი კომპანიის მონაცემებზე დაფუძნებით, დაგეგმოთ სამოტივაციო სქემები და მართოთ თანამშრომელთა წამახალისებელი სისტემები. ასევე, გამოიყენოთ პერსონალიზებული მიდგომა თანამშრომლების მოტივაციის გასაზრდელად.

იუჯითი დაგეხმარებათ, რომ მოიზიდოთ, განავითაროთ და შეინარჩუნოთ საუკეთესო ტალანტები SAP SuccessFactors-ის გამოყენებით.

(R)