ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.

ახალი მოწვევის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავმჯდომარის არჩევის და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი დააყენეს. ოპოზიციის წევრების თქმით, ბათუმის ბიუჯეტი ვადაგასულმა საკრებულომ დაამტკიცა და ისინი აღნიშნულ ბიუჯეტს არ ცნობენ.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 35 წევრიდან 18 წევრის ხმაა საჭირო. დღევანდელ სხდომას გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრიც ესწრება, რომელიც წინა სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოში ხმათა უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა