ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და გახარიას პარტიიდან გასული დეპუტატი ირაკლი თავდგირიძე არ გამოცხადდნენ. როგორც მმართველი გუნდის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ისინი არ აპირებენ ქალაქის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში მონაწილეობის მიღებას. მათი თქმით, ბიუჯეტი დამტკიცებულია და იგი მორგებულია მოსახლეობის ინტერესებზე.

დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ოპოზიციის წევრები გამოცხადდნენ. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით დაიგეგმა. ოპოზიციას ორი საკითხი ჰქონდა დღის წესრიგში დაყენებული - საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ბათილად ცნობა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკრებულოს სხდომებს ინტენსიურად მოიწვევენ და აუცილებლად მოხდება უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და ბიუჯეტის ბათილად ცნობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო