გორის მერია - გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და სოციალურ დახმარებას 2022 წელსაც სთავაზობს

გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და სოციალურ დახმარებას 2022 წელსაც სთავაზობს. გორის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

„გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით. უწყება ასევე ცდილობს, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი დახმარებებით ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივოს საცხოვრებელი პირობები. დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს:

„ონკოლოგიური პაციენტების დახმარება სამედიცინო კვლევა წლის ლიმიტი - 500 ლარი; სტაციონარული მკურნალობა წლის ლიმიტი - 500 ლარი; ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფა წლის ლიმიტი - 500 ლარი; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით) სამედიცინო კვლევა წლის ლიმიტი - 400 ლარი; სტაციონარული მკურნალობა წლის ლიმიტი - 500 ლარი; უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ: ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი); დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა) სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42* (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით) წლის ლიმიტი - 200 ლარი; სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამედიცინო დახმარება იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები; ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები; დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალაქეები; არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები; კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), დაავადების მქონე ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანები.

ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები წლის ლიმიტი - 500 ლარი აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1) ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარება წლის ლიმიტი - 2000 ლარი;

სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე.

(არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით;). 300 ლარი ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება 350 ლარი გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით) სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი; ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველი (ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით) სპორტსმენების დახმარება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი; დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები. წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი; სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება (მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში) წელიწადში ერთხელ - არაუმეტეს 3000 ლარისა (ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით); საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების დახმარება წელიწადში ერთხელ - 300 ლარი; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შშმ ვეტერანების დახმარება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) - 300 ლარი; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - 300 ლარი; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება "ვეტერანის დღესთან" დაკავშირებით (17 ოქტომბერი) – 200 ლარი; წლის განმავლობაში ვეტერანების დახმარება ჯამში შეადგენ 800 ლარს; დახმარება მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 - დან 150 000 - მდე; სამივე შვილი 0-დან 18 წლამდე) 300 ლარი 4 შვილიანი ოჯახების დახმარება (ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე) წელიწადში ერთხელ - 500 ლარი; 5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე) წელიწადში ერთხელ თითო ბავშვზე - 200 ლარი ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესების დახმარება წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი; სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარება, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე) სარეიტინგო ქულა 0-დან – 70 000 ის ჩათვლით - 500 ლარი; სარეიტინგო ქულა 70 000-დან – 100 000 ის ჩათვლით - 300 ლარი; სარეიტინგო ქულა 100 000-დან – 150 000 ის ჩათვლით - 200 ლარი; ოჯახში ძალადობის მსხვერპლების (ბენეფიციარების) დახმარება წელიწადში ერთხელ - 300 ლარი; მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფა თვეში 150 ლარის ოდენობით; მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება წელიწადში ერთხელ - 300 ლარი; მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით) წელიწადში ერთხელ - 250 ლარი; დიალიზზე მყოფი ადამიანების დახმარება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი; სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) ადამიანების დახმარება წელიწადში ერთხელ - 250 ლარი; 2022 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების დახმარება წელიწადში ერთხელ - 300 ლარი; 2022 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეების დახმარება წელიწადში ერთხელ - 300 ლარი; ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გლუტენის დაავადებით (ცელიაკია ICD K90.0), ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით თითოეულ ბავშვზე თვეში - 80 ლარი; გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსება. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა. გორის მერია უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების, უპატრონო მიცვალებულებისა და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით. 400 ლარი 2021 წელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში, იმ მოქალაქეებს რომლებიც საჭიროებენ დიალიზის პროცედურას, დაუფინანსდებათ ტრანსპორტირების ხარჯები“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო