აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მედიცინის მუშაკები დააჯილდოეს

მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია თქვენი როლი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მადლობა გაწეული შრომისთვის და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის, აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ დამდეგს, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას, - ამის შესახებ დავით გაბაიძემ მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ, მედიცინის მუშაკები დააჯილდოვეს.

ამასთან, Covid-19-ის მართვაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონის 34 მედიცინის მუშაკი - კოვიდკლინიკების მედდები, კოვიდსასტუმროების ექიმები და ვაქცინაციის გამსვლელი ბრიგადები დააჯილდოვეს.

ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2022 წელს დაგეგმილი სიახლეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა