ხულოში, შუახევში, ქედასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში უხვი ნალექის გამო მოსახლეობას შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება უჭირთ

ხულოში, შუახევში, ქედასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში უხვი ნალექის გამო მოსახლეობას შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება უჭირთ.

მოსახლეობის განცხადებით, დიდთოვლობის გამო, ბავშვები სკოლებში ვერ მივიდნენ, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში სასწრაფო დახმარების ავტომობილებიც ვერ გადაადგილდებიან.

როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, მაღალმთიან აჭარაში გზების წმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მეორე დღეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები.

ხულოს მუნიცპალიტეტში გზის გაწმენდის პროცესში-14 სპეციალური ტექნიკაა ჩართული, შუახევის მუნიციპალიტეტში -13, ქედის მუნიციპალიტეტში-13, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში-9, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში-7 ერთეული ტექნიკა“, - აცხადებენ აჭარის საგზაო დეპარტამენტში.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა