აჭარაში, მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პანდემიის მართვაში ჩართული მედიკოსები დაჯილდოვდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, Covid 19-ის მართვაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონის 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა.

თორნიკე რიჟვაძემ მედიცინის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაა, ყოველწლიურად იზრდება სამინისტროს ბიუჯეტი და პროექტების დაფინანსება - ,,არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რომელიც თითოეული ჩვენი რეგიონის მცხოვრების ინტერესზეა მორგებული. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის თავდადებული შრომა, რომელსაც კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ეწევა ჯანდაცვის რგოლის თითოეული თანამშრომელი. ეს არის შრომა, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აფასებს.

ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ჯანდაცვა წარმოადგენს და მომავალშიც გავაგრძელებთ იმ კონკრეტული სიახლეების დანერგვას, რომელიც არცერთ ადამიანს შესაბამისი მზურვენველობის გარეშე არ დატოვებს”.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა და ასევე, დაფინანსების მოცულობა. გაიზარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. გაორმაგდა ტყვიის კვლევების დაფინანსება. გაიზარდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება.

2021 წელს პირველად, 3 პაციენტს, უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში დაუფინანსდა გულის გადანერგვა.

მედიცინის მუშაკთა დღე ყოველი წლის 23 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა