ლევან ბეჟაშვილი - შეიძლება უფრო მკვეთრი ფორმები მივცეთ პროტესტს, გადავინაცვლოთ სახელმწიფო დაწესებულებებთან, ცენტრალურ მოედნებზე - 2022 მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წელი იქნება

შიმშილობის შემდგომი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ის, რომ უფრო მკვეთრი ფორმები მივცეთ ამ პროტესტს, გადავინაცვლოთ მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებთან, ცენტრალურ მოედნებზე , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ექნება გარკვეული შედეგი, რაშიც, ბეჟაშვილის განცხადებითვე, „ნაციონალური მოძრაობაც“ მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წელი იქნება.

„ეს პოლიტიკური აქცია შეიძლება, ვიღაცამ უკიდურეს ნაბიჯად მიიჩნიოს და შესაძლოა, მართლად იყოს ერთი შეხედვით, თუმცა, ამ ნაბიჯით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა საზოგადოებას ასევე დაანახოს, რა რეალური ვითარება გვაქვს დღეს და რა რეალობას გვთავაზობს „ქართული ოცნება“. ერთი მხრივ, განათლებული რუსთაველი, განათებული გირლიანდები, ფოჩიანი კანფეტები, მეორე მხრივ, არის სხვა საქართველო, რომელსაც არ აქვს საახალწლო განწყობა, გაცილებით მძიმე ვითარებაშია.

სხვა რა ველი დაგვიტოვა „ქართულმა ოცნებამ?“ - მათთან უშუალო მოლაპარაკების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რადგან ვნახეთ რა ფასი აქვს ცალკე „ქართული ოცნების“ დაპირებას. როდესაც მომავალ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ყველა ვხვდებით, რომ შეთანხმება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის პირობებში ვერ მოხდება. პრეზიდენტის ინიციატივაში მივიღებთ მონაწილეობას. როდესაც ინიციატივით შემოდიოდა, ამ მხრივაც გულისხმობდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მისაღები იქნება, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ პროცესს გაემიჯნოს. სუფთა ფურცლით უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, გავიგოთ მხარეებს რა პრობლემები აწუხებთ, ვინ რა გარანტიებს ითხოვს. შემდგომ, როდესაც გამოიკვეთება ძირითად საკითხები, უნდა შევთანხმდეთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ დავიწყოთ წარსულის ქექვა, რადგან ამ წარსულის ქექვაში, რასაც 9 წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი ადასტურებს, მუდმივად წარსულზე ვსაუბრობთ. ჩვენც წარსულზე ვსაუბრობთ, „ქართული ოცნებაც“ წარსულზე საუბრობს, და ბუნებრივია, მუდმივად წარსულზე საუბრით და კამათით დავკარგეთ აწმყო და დავკარგავთ მომავალსაც. ამ პროცესიდან უნდა გამოვიდეთ და ეს შეთანხმება უნდა მივუძღვნათ მომავალ პერსპექტივას.

შიმშილობის შემდგომი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ის, რომ უფრო მკვეთრი ფორმები მივცეთ ამ პროტესტს, გადავინაცვლოთ მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებთან, ცენტრალურ მოედნებზე, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ ნაბიჯით, გვინდა საზოგადოებასაც ვაჩვენოთ არსებული ვითარება, წინასაახალწლო განწყობებს ხელი, რომ არ შევუშალოთ, მაგრამ იმავდროულად დაფიქრების საშუალებაც მივცეთ მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, 2022 წელი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წელი და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეეგუებიან ამ უკანონობას, რომელიც დღეს ხორციელდება მის მიმართ. ძალიან ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტის ეს შემოთავაზებული პლატფორმა და შეთანხმების პროცესი, ასევე სათანადო გამოძახილს ჰპოვებს პოლიტიკურ პარტიებში, მათ შორის „ქართულ ოცნებაში“ - თვითონაც დაინტერესებული უნდა იყოს, მმართველი ძალის პასუხისმგებლობა ამ პროცესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა