როგორ დავრეგისტრირდეთ საპენსიო სისტემაში

თუ საპენსიო სისტემაში დარეგისტრირება გსურთ, გაინტერესებთ ინფორმაცია რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ან გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, თუ როგორ მიიღოთ დროებითი პაროლი.

რა არის დასაქმებულის საპენსიო გვერდი?

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის შექმნილია სამუშაო სივრცე, რომლის მეშვეობითაც, დასაქმებულს აქვს წვდომა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, სადაც სრულად გამჭვირვალედ და დეტალურად ჩანს კუთვნილი აქტივები, საპენსიო შენატანები, დარიცხული სარგებელი და პორტფელის განაწილება. თითეულ დასაქმებულს შესაძლებლობა აქვს, სასურველ ფორმატში ჩამოტვირთოს საკუთარი საპენსიო შენატანების შესახებ დეტალური ამონაწერი. გარდა ამისა, დასაქმებულის საპენსიო გვერდი საპენსიო სააგენტოსგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციის მიზნებისათვის გამოიყენება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დასაქმებულს ჰქონდეს წვდომა საკუთარ საპენსიო გვერდთან.

როგორ ხდება დასაქმებულის სისტემაში რეგისტრაცია?

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად, თქვენ, როგორც დასაქმებული, უნდა შეხვიდეთ საკუთარ საპენსიო გვერდზე, მომხმარებლის სახელით (მომხმარებლის სახელი წარმოადგენს თქვენს პირად ნომერს) და დროებითი პაროლით (თუ ერთზე მეტი დამსაქმებელი გყავთ, დაჭირდებათ 2 პაროლი). შემდეგ კი, შეცვალოთ დროებითი პაროლი ახლით.

როგორ მივიღო დროებითი პაროლი?

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს და დროებით პაროლს, რომელიც თქვენს დამსაქმებელს გადაეცემა ელექტრონული ფორმით დამსაქმებლის გვერდზე. დამსაქმებელი ვალდებულია, გადმოგცეთ დროებითი პაროლი. ასევე, დროებითი პაროლის მიღება შეგიძლიათ, საპენსიო სააგენტოს ოფისში (თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა) გამოცხადების, ან info@pensions.ge-ზე დროებითი პაროლის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური განცხადებით (დამატებით საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად) მომართვის გზით.

როგორ შეგვიძლია მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია საპენსიო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ?

საოპერაციო დეპარტამენტის თანამშრომლები პერიოდულად მართავენ შეხვედრებს კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე, გარდა საპენსიო სააგენტოს შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განხორციელებული ცვლილებების გაცნობისა, ყოველთვის ხდება ორგანიზაციებისთვის შეხსენება, რომ ყველა დამსაქმებელი ვალდებულია, მკაცრად დაიცვას ზემოაღნიშნული ინფორმაციის (მომხმარებლის სახელი და დროებითი პაროლი) კონფიდენციალურობა და გადასცეს ინფორმაცია დასაქმებულს.

მანანა კახიანი

საპენსიო სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა