ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობამ საძოვრის აუქციონზე გატანა გააპროტესტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობამ საძოვრის აუქციონზე გატანა და შესაძლო გასხვისება გააპროტესტა. ადგილობრივების ნაწილმა აქცია გამართა და პროცესის შეჩერება მოითხოვა.

მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის მიწას, რომელიც წლებია სოფლის კუთვნილებაა.

ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური. მისი განმარტებით, აუქციონზე გატანილი მიწა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო იღებს. თუმცა, მერი მიიჩნევს, რომ ადგილობრივების პროტესტი სამართლიანია და პრობლემების მოსაგვარებლად, კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებასთან.

საუბარია 9 ჰექტარ მიწის ფართობზე, სადაც დაინტერესებული მხარე სავარაუდოდ, სასტუმროს ააშენებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა