ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, თბილისში მიმდინარე მასობრივი შიმშილობის აქციას უერთდებიან და ამის გამო, საკრებულოს სხდომას ვერ დაესწრებიან

ზუგდიდის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბასილაიას განცხადებით, პარტიის წევრები თბილისში „მასობრივი შიმშილობის აქციას“ შეურთდებიან. როგორც მან განმარტა, საკრებულოს დეპუტატები შიმშილობის აქციაში ჩართვის გამო, დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებიან, კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომაც ვერ ჩატარდება.

„ჩვენ დღეს სოლიდარობის აქციას ვუერთდებით, მივდივართ თბილისში და ვიქნებით მოშიმშილეებთან. ასე რომ, სავარაუდოდ დღეს კვორუმი ვეღარ შედგება და კვორუმის ვერ შექმნის გამო ფაქტობრივად დღევანდელი საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება“, - განაცხადა ბასილაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო