ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ერთი საათით გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ერთი საათით გადაიდო. ამის შესახებ საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა განაცხადა, რომელიც სხდომას დროებით უძღვება.

"ჯერჯერობით 19 დეპუტატს აქვს გავლილი რეგისტრაცია. კვორუმი ჯერჯერობით არ არის, ამიტომ მინდა გთხოვოთ ერთი საათით სხდომის გადადება. დაველოდოთ, თუ შედგა კვორუმი, გაგრძელდება მუშაობა",- განაცხადა კონსტანტინე უბერმა.

სხდომის გასაგრძელებლად კიდევ 4 დეპუტატია საჭირო. „ქართული ოცნებიდან" არ იმყოფება 3 წევრი, ხოლო პარტია "გახარია-საქართველოსთვის" 1 წარმომადგენელი, რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას", ისინი სხდომას არ ესწრებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს