კავკასიის ავტოიმპორტმა Signify-ს ელექტრონული ხელმოწერებით ხარჯები 70%-ით შეამცირა

კავკასიის ავტოიმპორტი დაახლოებით 4 თვეა ელექტრონულ ხელმოწერებს იყენებს, რამაც საერთო ჯამში ხელშეკრულების გაფორმების ხარჯები 70%-ით შეუმცირა.

კავკასიის ავტოიმპორტი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია და უპრეცედენტო ლიდერია კავკასიის რეგიონში. კომპანია 2004 წელს შეიქმნა და 17 წლიანი წარმატებული ისტორიის განმავლობაში 200,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია განახორციელა. ამ ეტაპზე, კომპანია 40-ზე მეტ ფილიალს ფლობს 5 სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყირგიზეთში.

კავკასიის ავტოიმპორტში, ყოველთვიურად, ათასობით ხელშეკრულება ფორმდება კომპანიის მომხმარებლებთან და დილერებთან, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორც კომპანიაში განაცხადეს, სხვადასხვა მიზეზის გამო, მომხმარებლებლის დაახლოებით 80% ადგილზე არ მოდის და დისტანციურად სურს ხელშეკრულების გაფორმება. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდი დამატებითი ხარჯია კომპანიისთვის. ხელშეკრულების უმეტესი ნაწილი ფოსტის დახმარებით იგზავნებოდა მომხმარებელთან, შესაბამისად, ხელმოწერის პროცესი დროში საკმაოდ იწელებოდა.

კავკასიის ავტოიმპორტი საკმაოდ აქტიურად ეძებდა გზას, თუ როგორ გაემარტივებინა ხელმოწერის პროცესი, როგორც მომხმარებლისთვის, ისე საკუთარი თანამშრომლებისთვის და მინიმუმამდე დაეყვანა ხელშეკრულების გაფორმების ხარჯები. ერთ-ერთ გზად დოკუმენტების ელ.ფოსტით გაგზავნა მოიაზრებოდა, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ელ.ფოსტით ვერ ხდებოდა პირის ზუსტი იდენტიფიკაცია, კომპანიამ მალევე თქვა უარი ამ ხერხის გამოყენებაზე.

2021 წლის სექტემბერში, კავკასიის ავტოიმპორტის გუნდმა გადაწყვიტა, ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმის - Signify-ის გამოყენება დაეწყო.

“3 თვეზე მეტია Signify-ს ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა დავნერგეთ კომპანიაში და ხელშეკრულების გაფორმების ხარჯი თითქმის 70%-ით არის შემცირებული. ამ მცირე პერიოდის განმავლობაში, Signify-მ მოახერხა და ჩვენს კომპანიაში არსებული ბიუროკრატია საგრძნობლად გაამარტივა. პლატფორმა დაგვეხმარა არა მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის გამარტივებაში, არამედ ამ ხელშეკრულების შენახვაში, დაარქივებასა და მოძიებაში. აქამდე თუ საშუალოდ დღენახევარი სჭირდებოდა კონკრეტული ხელშეკრულების მოძებნას, Signify-ს დახმარებით სულ რამდენიმე წამში ვპოულობთ ნებისმიერ დოკუმენტს”.

ალექსანდრე ვეკუა, კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კავკასიის ავტოიმპორტის როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების 99% საკმაოდ დადებითად შეხვდა ხელშეკრულების გაფორმების ელექტრონულ პროცესს.

“კავკასიის ავტოიმპორტის პროექტი საკმაოდ საინტერესო იყო. პროექტის ფარგლებში მოხდა კომპანიის შიდა სისტემის ინტეგრაცია Signify API-სთან, რამაც შესაძლებელი გადახა პროცესის სრული ავტომატიზაცია. შედეგად, პროცესი იწყება და სრულდება კავკასიის ავტოიმპორტის ვებ-გვერდზე ისე, რომ მომხმარებელს არ უწევს გვერდის დატოვება. პროექტის გაშვებიდან დღემდე უკვე 4,000-მდე მომხმარებელმა გამოსცადა ელექტრონული დაკონტრაქტების სერვისი.”

ზვიად წოწკოლაური, Signify-ს მმართველი პარტნიორი.

კავკასიის ავტოიმპორტში ელექტრონული ხელმოწერების დანერგვის სრული ბიზნეს ქეისი იხილეთ ბმულზე.

Signify ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც 2021 წლის მარტში გაეშვა და საკმაოდ წარმატებით ებრძვის ფურცლომანიას. ამ ეტაპზე, Signify-ს დახმარებით, კონტრაქტები გააციფრულეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: ფუდმარტი, აჭარაბეთი, ბეთლაივი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ენერგო პრო და ა.შ.

2021 წლის ბოლომდე, Signify პლატფორმაზე დარეგისტრირებულ კერძო თუ იურიდიულ პირს 1 წლიანი პაკეტის შემთხვევაში 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვით - signify.ge

(R)

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა