შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი ახსნა, რაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შიმშილობას შეიძლება მოვუძებნოთ არის ის, რომ საახალწლო პერიოდში სააკაშვილის საკითხმა აქტუალობა არ დაკარგოს

ერთადერთი ახსნა, რაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შიმშილობას შეიძლება მოვუძებნოთ არის ის, რომ საახალწლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის საკითხმა აქტუალობა არ დაკარგოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს არა აქვთ მოლოდინი იმისა, რომ მათ პროტესტს შედეგი ექნება.

„თუ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, მათ შორის ნიკა მელიას მოუსმენთ, თავად ამბობს, რომ არანაირი მოლოდინი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, არა აქვს. იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ამის ერთადერთი გზა შეწყალებაა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შიმშილობა აზრს მოკლებულია. ამიტომ, რთულია ამ შიმშილობას ლოგიკური ახსნა მოუძებნო. ამავე დროს საინტერესოა ინფორმაცია, რაც გუშინ გავრცელდა, რომ პარტია მედიისთვის დახურეს და იქ არავის უშვებენ. უცნაურია ფორმა, რაც მათ აირჩიეს. შიმშილობა ის ფორმა არ არის, რაც პოლიტიკაში შეიძლება იყოს გამოყენებული. ფაქტობრივად, ეს გახლავთ საკუთარი ჯანმრთელობით სხვა ადამიანების შანტაჟი. კარგია, რომ ამ პროცესს სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა