საგარეჯოს სოფლების - ყანდაურასა და ბადიაურის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება

წყალმომარაგების კომპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყანდაურასა და ბადიაურში წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

დღეის მდგომარეობით აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. სოფელ ყანდაურაში მოსახლეობა წყალს წყაროებიდან და კერძო ჭაბურღილებიდან ღებულობს.

„ორი სოფლის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 12 მილიონამდე ლარი მოხმარდება. მისი დასრულება 2023 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. შედეგად აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ“, - ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა