ზუგდიდის საკრებულოში კვორუმის არ არსებობის გამო, სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოში კვორუმის არ არსებობის გამო, სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, ხელმძღვანელი პირები ვერც ამჯერად აირჩიეს.

"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებები გაგრძელდება. როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი გოგოხია ამბობს, ისინი მომდევნო სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაასახელებენ.

"დღევანდელ სხდომას ესწრებოდა 21 დეპუტატი, უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23. შემდეგ იცით, რომ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით უქმეებია და სხდომა გადაიდო 12 იანვრამდე. ისევ გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია, ეს კრიზისი აღმოიფხვრება საკრებულოში", - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

პარტია "გახარია- საქართველოსთვის" წარმომადგენლები სხდომების გადადებას მმართველ პარტიას და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებენ.

"ეს არის ორივე პარტიის უპასუხისმგებლობა. არცერთ პარტიას არ აინტერესებს კრიზისიდან გამოსავალი. ვიმედოვნებ, რომ ორივე პარტია გონს მოეგება.

წინა საკრებულოს სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატი, მხოლოდ ერთი მოტივით, რომ კრიზისი დაიძლიოს მუნიციპალიტეტში. დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" ნებაა, დაუჭერენ თუ არა მხარს", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა