აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

აბაშის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადებით საკრებულოს აპარატს დღეს მიმართა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის გუნდში რჩება და თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოში მისი მოადგილე შეასრულებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გუნდში სავარაუდო დაპირისპირების შესახებ, რაც შესაძლოა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ყოფილიყო, ლევან მაკალათია ამას უარყოფს.

"გიდასტურებთ, რომ დავტოვე თანამდებობა, მიზეზი არაფერია, უბრალოდ ამოვწურე მუშაობა აბაშაში. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და ამის შემდეგ დავტოვე თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი, შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იყო რთული არჩევნები, „დავალაგეთ“ საკრებულოები. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჩემს მოვალეობას მოადგილე შეასრულებს. მე ვიყავი ყოველთვის "ქართული ოცნების" რიგითი ჯარისკაცი და ვრჩები რიგით ჯარისკაცად",- განცხადა ლევან მაკალათიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო