ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილეს გიორგი ციბაძეს უმასპინძლა.

„ცენტრალური და ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა განხორციელდა, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასევე კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა