,,რუსთავსერვის ცენტრი“ ქალაქის დასუფთავებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, განახლებული ტექნიკითა და თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფს

რუსთავის მერია, მუნიციპალური სერვისების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის რეფორმას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სერვისის გასაუმჯობესებლად, მერიამ უკვე შეიძინა 7 ერთეული ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანა და ორი ერთეული სპეცტექნიკა.

ამასთან, ახალი მანქანებისა და სპეცტექნიკის პრეზენტაციაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა.

პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, "რუსთავსერვის ცენტრი“ ქალაქის დასუფთავებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, განახლებული ტექნიკითა და თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფს.

"დღეს წარმოვადგინეთ ის ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა, რომლითაც ჩვენი თანამშრომლები მოემსახურებიან ქალაქს. ჩვენ შევძლებთ, რომ რუსთავი იყოს უფრო დასუფთავებული და მოვლილი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ასევე ვზრუნავთ თანამშრომლების მოტივაციაზე, მათ 1 იანვრიდან მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ხელფასები, შევუძინეთ ახალი სპეცტანსაცმელი. ეს არის რეფორმის პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა მოვემზადებით იმისთვის, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ ნარჩენების სეპარირება. პირველ ეტაპზე ეს მოხდება ახლად რეაბილიტირებულ სკვერებში, სადაც უკვე არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გამომდინარე იქედან, რომ ქალაქის დაბინძურება და ეკოლოგია სენსიტიური თემაა, ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით დასუფთავების მიდგომები იქნება ძალიან სწორი და დროული“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალური სერვისის რეფორმის პირველი ეტაპის შედეგი, ბიუჯეტის ნაკლები დანახარჯი და უფრო სუფთა ქალაქი იქნება.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა