ბოლნისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ბოლნისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მოწყობილ საახალწლო სოფელში, მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიება მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში მოსულ სტუმრებს ბოლნისელი ხელოვანების ნამუშევრებისა და მეწარმეების პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ.

„წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჰქონდა მომზადებული და მოხარული ვარ, რომ ეს დღე ყველამ ერთად ვიზეიმეთ.

ძვირფასო ბოლნისელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2022 წელი თითოეული თქვენგანის ოჯახისთვის სიხარულის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით მსურს, ჩვენს პატარებს მივულოცო და მათ ბედნიერი მომავალი ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მერიის ცნობით, მცირეწლოვან სტუმრებს საახალწლო სოფელში თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის გმირები დახვდათ. თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო ნობათები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ სცენაზე, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სტუდიებმა საახალწლო კონცერტი გამართეს. ბოლნისის თოჯინების თეატრმა კი პატარებს სპეციალური წარმოდგენა შესთავაზა.

ნაძვის ხის ანთებამდე სცენა თბილისის ქალთა გუნდმა დაიკავა, შემდგომ კი წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ბოლნისის როკ ბენდმა ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა. ღონისძიება DJ სეტმა დაასრულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო