გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ათასობით დაზარალებული და გამწარებული ოჯახის შეურაცხყოფას ნიშნავს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს ათასობით დაზარალებული და გამწარებული ოჯახის შეურაცხყოფას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაწყებულ შიმშილობას გამოეხმაურა.

როგორც მაჭარაშვილი განმარტავს, ის არ ფიქრობს, რომ მოშიმშილე ადამიანების მსურველთა რიცხვი ოდნავ მაინც მიუახლოვდება იმ ადამიანების რიცხვს, ვინც სააკაშვილის პრეზიდენტობისას დაზარალდა.

„არ მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ მოშიმშილე ადამიანების მსურველთა რიცხვი ოდნავ მაინც მიუახლოვდეს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც დაზარალდა ზოგი სიცოცხლით, ზოგი ჯანმრთელობით და ა.შ. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს,“ - აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს