აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც დაკავებული ძმები წულუკიძეების ახლობლები აქციას მართავდნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს სპორტსმენების, ძმები წულუკიძეების ოჯახის წევრები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.

მთავრობის სახლთან შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრად ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ძმები წულუკიძეები რამდენიმე თვის წინ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაპირისპირებისას დააკავეს. წულუკიძეების ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პირადი პატიმრები არიან და მათზე პოლიტიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.

შეკრებილების თქმით, ძმები წულუკიძეები ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიან და თორნიკე რიჟვაძემ მათზე შური იძია.

აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციებს კვლავ გამართავენ.

ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანში მომხდარი დაპირისპირების გამო შვიდ პირს 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო