ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საახალწლო გამოფენა-გაყიდვას დაესწრო

გორში, საახალწლო გამოფენა - გაყიდვა მოეწყო. გორის მერიის ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საახალწლო აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეული, პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები.

იაკობ გოგებაშვილის სკვერში, სადაც საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, განთავსებული იყო შემოწირულობის ყუთი. შეგროვილი თანხა მოხმარდება უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს.

გამოფენა-გაყიდვა გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით ჩატარდა.

ღონისძიება მოეწყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა