კომპანია „მემო გრუპი“ გაფართოებას და თანამშრომლების ოდენობის გაორმაგებას გეგმავს

ბოლო წლების განმავლობაში ალუმინის გამყოფი ტიხრების გამოყენება ინტერიერში საკმაოდ აქტუალურია. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ბრენდი „არისტო“ მისი წარმომადგენლის - „მემგო გრუპის“ სახით წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან.

„მემო გრუპის“ დირექტორის, გიორგი ჩიტაძის განცხადებით, „არისტოს“ პროდუქციისადმი მზარდი მოთხოვნის გამო, 2022 წელს კომპანია გაფართოებას და თანამშრომლების ოდენობის გაორმაგებასაც გეგმავს. კომპანია „არისტო“ აწარმოებს ალუმინის გასასრიალებელ, დასაკეც, გამოსაღებ, საგარდერობე სისტემებს და ფურნიტურას ინტერიერისთვის, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოშიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ეს სისტემები როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი ინტერიერის, ასევე საოფისე ფართების გასატიხრადაც.

კომპანია „მემო გრუპის“ მაღალი კვალიფიკაციის და მომზადების მქონე 20-მდე თანამშრომელი წარმატებით ახორციელებს ამ სისტემების აწყობასა და მონტაჟს, პროდუქტი მზა პროფილების სახით ჩამოდის საქართველოში, თავისივე სავლელი მექანიზმებით და ყველა დეტალით დაკომპლექტებული, შემდგომში „მემგო გრუპის“ საამქროში ხდება პროფილების დამუშავება, აწყობა და აწყობილი ტიხრის უკვე ობიექტზე მონტაჟი. თვითონ პროდუქტი ტექნიკურად იმდენად გამართული და ვიზუალურად დახვეწილია რომ ყოველთვის არაჩვეულებრივ ეფექტს ქმნის ინტერიერში და იდეალურია სტუდიოს ტიპის ბინის თუ სხვადასხვა დანიშნულების ფართის გასაყოფად.

რაც შეეხება პანდემიას, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ჩვენზეც იმოქმედა. გარკვეულწილად შეგვაფერხა, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიის განვითარება და მოთხოვნა „არისტოზე“ მაინც მზარდია და როგორც აღვნიშნე, მომავალი წლიდან გაფართოებასაც ვგეგმავთ. „არისტოს“ მაღალი ხარისხი განპირობებულია იმით, რომ მისი ყოველი დეტალი ქარხნული წარმოებისაა და იდეალურად მუშაობს სინთეზში და არა კუსტარულად დამზადებული - როგორც საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი მიმსგავსებული მასალების უმრავლესობა. ამიტომ ჩვენ კომპანია „მემო გრუპი“ თამამად მივიჩნევთ „არისტოს“ პროდუქციას უკონკურენტოდ ქართულ ბაზარზე. თვითონ „არისტოს“ ბრენდიც მუდმივად მუშაობს პროდუქციის ხარისხზე და ყოველ წელს გარკვეულ სიახლეებს გვთავაზობს ახალი მოდელების და სხვადასხვა დეტალების სახით,რომელსაც ჩვენც ეტაპობრივად წაემოვუდგენთ ჩვენს ძვირფას მომხმარებელს“, - განაცხადა გიორგი ჩიტაძემ.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა