ლონდა თოლორაია - რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას

რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებები იყოს დაცული.

"ნამდვილად არ მეგონა თუ სახელმწოფო ინსექტორისათვის ძალისხმევის გაწევის შემდეგ, სამსახურის წარმატებული 2 წლის თავზე, მომიწევდა დღეს თქვენ წინაშე დგომა და სახელმწიფო ინსექტორის გაუქმებაზე საუბარი, თუმცა ფაქტია, ჩვენ ამ რეალობის წინაშე დავდექით. 2021 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის თითოეული თანამშრომლისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების შექმნას. კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული, მასში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და არცერთი დარგის ექსპერტს.

კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის დროს. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას, თუმცა, დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა თოლორაიამ.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ, გააკეთა მაქსიმუმი და ერთი მხრივ, შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრაქტიკა და უპასუხა იმ მთავარ გამოწვევას, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა - შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ.

„მიუხედავად იმისა, რომ წინ შეგვხვდა არაერთი დაბრკოლება - გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საქმიანობის არაქმედითი ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა, კეთილსინდისიერი მუშაობით, შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება. სამსახურის მუშაობას, მისი ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, დადებითად აფასებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები“ - განაცხადა თოლორაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო