მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატები საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების დართვას ითხოვენ

საბიუჯეტო თანხების ჯგურუფრად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე ადვოკატები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების საქმეზე დართვას ითხოვენ. შესაბამისი შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე დააყენა.

ადვოკატები ხელისუფლების წარმომადგებლების საჯარო განცხადებების, ასევე სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების და ცენტრ "ემპათიის" დასკვნის საქმეზე დართვას ითხოვდნენ. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ის დასაბუთებული არ არის.

პროკურორების განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტებით რაიმე ფაქტის დადასტურება, ან უარყოფა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ვერ მოხდება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკამაყოფილა. კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულების სახით ცენტრ "ემპათიასა" და სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნა დაერთო, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხება. მოსამართლის განმარტებით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებული განცხადებები, შეფასებები, საქმის მასალებში ჩადება, მტკიცებულებად განხილვა, სწორი არ არის.

ადვოკატებმა სასამართლოში კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოწმეთა ხელახალ დაკითხვას ეხებოდა. კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენელის, აუდიტორის, კონტრდაზვერვის წარმომადგენელის, ყოფილი სდსს-ს ხელმძღვანელისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატები საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების დართვას ითხოვენ

საბიუჯეტო თანხების ჯგურუფრად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე ადვოკატები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების საქმეზე დართვას ითხოვენ. შესაბამისი შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე დააყენა.

ადვოკატები ხელისუფლების წარმომადგებლების საჯარო განცხადებების, ასევე სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების და ცენტრ "ემპათიის" დასკვნის საქმეზე დართვას ითხოვდნენ. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ის დასაბუთებული არ არის.

პროკურორების განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტებით რაიმე ფაქტის დადასტურება, ან უარყოფა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ვერ მოხდება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკამაყოფილა. კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულების სახით ცენტრ "ემპათიასა" და სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნა დაერთო, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხება. მოსამართლის განმარტებით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებული განცხადებები, შეფასებები, საქმის მასალებში ჩადება, მტკიცებულებად განხილვა, სწორი არ არის.

ადვოკატებმა სასამართლოში კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოწმეთა ხელახალ დაკითხვას ეხებოდა. კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენელის, აუდიტორის, კონტრდაზვერვის წარმომადგენელის, ყოფილი სდსს-ს ხელმძღვანელისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია