საია-ს თავმჯდომარე - ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს

არ შეიძლება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მსგავსი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკითხები გადაწყდეს რამდენიმე დღეში, თანაც დასვენების პერიოდში, როდესაც სასესიო პერიოდიც არ არის. ეს ყველაფერი ერთადერთ რაღაცას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა დაუშვებელია და უნდა შეჩერდეს.

„დღეს, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზეა საუბარი, ხელისუფლებას არგუმენტად აქვს, რომ თურმე 3-4 წლის წინ არასამთავრობო სექტორი ორი უწყების ერთად გადაკეთების პროცესის შეჩერებას ითხოვდა. მაშინ ჩვენ ხელისუფლებას იმასაც ვეუბნებოდით, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესები უნდა შეეჩერებინათ, თუმცა არ გაითვალისწინეს, მერე თუ რომელიმე მოსამართლე არ მოუვათ თვალში, ჩვენს რეკომენდაციებს გაიხსენებს და დაიწყებს უკუპროცესს. დღეს კონტექსტი და გარემოებები მთლიანად არის შეცვლილი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ორი ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორს ერთად უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, თითქოს დამოუკიდებლობა ექნება ამ ინსტიტუციის, თუმცა ეს არის სრული ტყუილი. ორი ფუნქცია ერთად არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ამის გაყოფაზე ეს უნდა მოხდეს სწორად და არა ისე, როგორც ხელისუფლება აკეთებს. არავისთან გაუვლია კონსულტაციები და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორი დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს საზოგადოებაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მაშინდელი ჩვენი რეკომენდაციები საერთოდ სხვა კონტექსტი იყო, ხელისუფლება ამ კონტექსტს თავის პოლიტიკური მიზნებისთვის და ინსტიტუციაზე თავდასხმისთვის იყენებს. ამდენად, როდესაც ინსტიტუტის დაყოფაზე ვსაუბრობთ ამ კონტექსტში ასე გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ არასწორია. მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციურ ცვლილებაზე ვსაუბრობდეთ და დაჩქარებული წესით ვიხილავდეთ, ეს უბრალოდ არის სრული უაზრობა და სიგიჟე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. 2017 წელს, როდესაც ორი უწყება გაერთიანდა და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბდა, მაშინდელ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ვადა მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გაუხანგრძლივდა, ის არავის გაუთავისუფლებია. თუმცა საპირისპიროს აკეთებს ხელისუფლება და სახელმწიფო ინსპექტორს, რომელსაც 2025 წლამდე აქვს უფლებამოსილება, ვადას უმცირებს. დღეს საგამოძიებო საკითხებში სახელმწიფო ინსპექტორს ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პროკურატურას ინსპექტორთან მიმართებით ზედამხედველობის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს და დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის საქმიანობაში”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

საია-ს თავმჯდომარის თქმით, თუ სახელმწიფო ინსპექტორს ფუნქციები არ გაეზარდა, ისე მის დამოუკიდებლობაზე მხოლოდ გახლეჩით საუბარი არ შეიძლება. „წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ერთადერთი შედეგი მოჰყვება, დამოუკიდებლობა კი არ გაეზრდება, არამედ მივიღებთ ორ ორგანოს, რომლის ხელმძღვანელადაც ხელისუფლება მისდამი ლოიალურად განწყობილ პირს დანიშნავს. დაჩქარებული წესით ამ ყველაფრის განხილვა არის მიუღებელი და დაუშვებელი, უნდა შეჩერდეს! უნდა იყოს საჯარო კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი ჩართულობით. არ შეიძლება რომ მსგავსი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკითხები გადაწყდეს რამდენიმე დღეში, თანაც დასვენების პერიოდში, როდესაც სასესიო პერიოდიც არ არის, ეს ყველაფერი ერთადერთ რაღაცას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

საია-ს თავმჯდომარე - ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს

არ შეიძლება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მსგავსი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკითხები გადაწყდეს რამდენიმე დღეში, თანაც დასვენების პერიოდში, როდესაც სასესიო პერიოდიც არ არის. ეს ყველაფერი ერთადერთ რაღაცას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა დაუშვებელია და უნდა შეჩერდეს.

„დღეს, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზეა საუბარი, ხელისუფლებას არგუმენტად აქვს, რომ თურმე 3-4 წლის წინ არასამთავრობო სექტორი ორი უწყების ერთად გადაკეთების პროცესის შეჩერებას ითხოვდა. მაშინ ჩვენ ხელისუფლებას იმასაც ვეუბნებოდით, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესები უნდა შეეჩერებინათ, თუმცა არ გაითვალისწინეს, მერე თუ რომელიმე მოსამართლე არ მოუვათ თვალში, ჩვენს რეკომენდაციებს გაიხსენებს და დაიწყებს უკუპროცესს. დღეს კონტექსტი და გარემოებები მთლიანად არის შეცვლილი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ორი ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორს ერთად უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, თითქოს დამოუკიდებლობა ექნება ამ ინსტიტუციის, თუმცა ეს არის სრული ტყუილი. ორი ფუნქცია ერთად არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ამის გაყოფაზე ეს უნდა მოხდეს სწორად და არა ისე, როგორც ხელისუფლება აკეთებს. არავისთან გაუვლია კონსულტაციები და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორი დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს საზოგადოებაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მაშინდელი ჩვენი რეკომენდაციები საერთოდ სხვა კონტექსტი იყო, ხელისუფლება ამ კონტექსტს თავის პოლიტიკური მიზნებისთვის და ინსტიტუციაზე თავდასხმისთვის იყენებს. ამდენად, როდესაც ინსტიტუტის დაყოფაზე ვსაუბრობთ ამ კონტექსტში ასე გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ არასწორია. მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციურ ცვლილებაზე ვსაუბრობდეთ და დაჩქარებული წესით ვიხილავდეთ, ეს უბრალოდ არის სრული უაზრობა და სიგიჟე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. 2017 წელს, როდესაც ორი უწყება გაერთიანდა და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბდა, მაშინდელ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ვადა მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გაუხანგრძლივდა, ის არავის გაუთავისუფლებია. თუმცა საპირისპიროს აკეთებს ხელისუფლება და სახელმწიფო ინსპექტორს, რომელსაც 2025 წლამდე აქვს უფლებამოსილება, ვადას უმცირებს. დღეს საგამოძიებო საკითხებში სახელმწიფო ინსპექტორს ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პროკურატურას ინსპექტორთან მიმართებით ზედამხედველობის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს და დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის საქმიანობაში”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

საია-ს თავმჯდომარის თქმით, თუ სახელმწიფო ინსპექტორს ფუნქციები არ გაეზარდა, ისე მის დამოუკიდებლობაზე მხოლოდ გახლეჩით საუბარი არ შეიძლება. „წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ერთადერთი შედეგი მოჰყვება, დამოუკიდებლობა კი არ გაეზრდება, არამედ მივიღებთ ორ ორგანოს, რომლის ხელმძღვანელადაც ხელისუფლება მისდამი ლოიალურად განწყობილ პირს დანიშნავს. დაჩქარებული წესით ამ ყველაფრის განხილვა არის მიუღებელი და დაუშვებელი, უნდა შეჩერდეს! უნდა იყოს საჯარო კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი ჩართულობით. არ შეიძლება რომ მსგავსი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკითხები გადაწყდეს რამდენიმე დღეში, თანაც დასვენების პერიოდში, როდესაც სასესიო პერიოდიც არ არის, ეს ყველაფერი ერთადერთ რაღაცას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი